Monday 14 July 2014

მე-9 დღის რეფლექსია

14 ივლისი

     დღეს  შევაჯამეთ ტრენინგი. ჩვენ მიერ  შექმნილი ელექტრონული პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. ვისაუბრეთ ჩვენს პროექტებზე, ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.  
     ამ ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა. პროექტებს ვაკეთებდი წინა წლებშიც, მაგრამ ასეთი საინტერეს რესურსი ნამდვილად არ მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის არის, რომ გავიგე რა უნდა წარმოადგინოს ადამიანმა პროექტის გეგმასთან ერთად.  მივხვდი, როგორ უნდა ვამუშავო ბავშვი , როგორ უნდა მოვამზადებინო პროექტის გეგმა, როგორ უნდა დავეხმარო (შევუქმნა შაბლონები), როგორ უნდა შევაფასო და სხვა.
      მადლობა , ბატონ გიორგი ხომასურიძეს ასეთი საინტერესო ტრენინგებისათვის.

Sunday 13 July 2014

მე-8 დღის რეფლექსია

13 ივლისი

      დღეს ტრენერს გავაცანი ჩემ მიერ შედგენილი სასწავლო პროცედურები. აქ აღვწერე ის სტრატეგიები, რომლებსაც გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას. დიდხანს მოვუნდი ამ პროცესს.
     ვიმუშავეთ თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს და  სასწავლო პროექტის დანარჩენ პუნქტებზე.
   ძალიან საინტერესო ტრენინგია. კარგია, რომ ამდენი კარგი რესურსი არსებობს . მთავარია მასწავლებელმა იმუშაოს და თითქმის ყველაფერი მზად არის.

Saturday 12 July 2014

მე-7 დღის რეფლექსია

12 ივლისი

დღეს განვიხილეთ  პროექტის სასწავლო  პროცედურები. პროექტს შევუსაბამეთ ჩვენთვის სასურველი სტრატეგიები, ვისაუბრეთ  დიფერენცირებული სწავლების შესახებ და შევადგინეთ ფასილიტატორი მოსწავლეთათვის. 
ცოტა ტრენერიც გავაბრაზეთ, რადგან მასწავლებლბმა დავალებები სრულყოფილად არ მოიტანეს. ალბათ,  დიდი ტემპერატურის ბრალია. ერთი სიტყვით, ძლივს ვახერხებთ მობილიზებას....

Monday 7 July 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

7 ივლისი...

ივლისის ბუღი დგას ... ისე ცხელა კომპიუტერების ოთახში, რომ ადამიანი სულს ვერ ითქვამს... ამას ემატება საკმაოდ რთული მასალა, ისევ შეფასება, შეფასება და ისევ შეფასება. ძალიან ბევრი მაფიქრა შეფასებამ. თან ძალიან გამიჭირდა მოსწავლის როლში ყოფნა. ბატონი გიორგი გულისხმიერებას არ იშურებს მსმენელების მიმართ. 
დღეს აგვიხსნა საპრეზენტაციო პროგრამაც. აქ ჩემთვის სირთულე არაფერი იყო, მაგრამ ისევ მოსწავლის როლში ყოფნამ დამაბნია... ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ როგორ ჩამოაყალბებდა  მოსწავლე  ჩემი პროექტის მიზნებიდან თავის მიზნებს და ააგებდა პრეზენტაციას. 
დღე პატარა  ე, წ"პიკნიკით" დავასრულეთ.ჩვენი ტრენერი ბატონი გიორგი ხომასურიძე  მომთხოვნი, თავის საქმის კარგად მცოდნე  და თან  კარგი ადამიანია, 


Sunday 6 July 2014

მე-5 დღის რეფლექსია


6 ივლისი
         დღეს განვიხილეთ  პროექტის შეფასება.  საინტერესო იყო და თან რთულიც. პროექტზე მუშაობისას   მოსწავლე უნდა შეფასდეს მრავალმხრივ. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ, როგორც განმავითარებელი ,ისე განმსაზღვრელი შეფასება.
        ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. განვიხილეთ წინარე ცოდნის შეფასებისა წახალისების , თვითრეგულირებადი სწავლის სტრატეგიები.  ტრენერმა გაგვაცნოა  შეფასების მეთოდები და ამოვირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი. 
 პროექტზე მუშაობის დაწყების წინ თუ უნდა შემეფასებინა მოსწავლე არ ვიცოდი. 
დავიბენი. მოვახერხებ კი  შეფასეის ასეთი მრავალფეროვანი მეთოდის გამოყენებას?  


Saturday 5 July 2014

მეორე მოდულის რეფლექსია


მეოთხე დღე
 დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის მიზნებზე, განვიხილეთ  სტანდარტის შესაბამისი შედეგები.  ძალიან ბევრი მაფიქრა მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა. თავდაყირა დააყენა ჩემიპროექტის მიზნები და თემა.დღეს ხელთავიდან უნდა ჩავუჯდე პროექტს  და მოვიყვანო ყველა პუნქტი ერთმანეთთან შესაბამისობაში.

Wednesday 2 July 2014

პირველი მოდულის რეფლექსია....

                                   
                                                       ტრენინგის პირველი დღე...
                                                             2014 წლის 28 ივნისი

ტრენინგის პირველ დღეს ძალიან ცხელოდა....
ტრენინგი  ურთიერთგაცნობით დავიწყეთ.  ტრენერი იმერელი აღმოჩნდა. პირველ დღეს გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზანი . გვესაუბრა პროექტზე,როგორც  მნიშვნელოვან სასწავლო აქტივობაზე. გამოგვკითხა ჩვენ მიერ შექმნილი პროექტების შესახებ. მოგვაძებნინა საკითხავი მასალა საიტზე .http://tpdc.ge/essentials/  .
ეტყობა ძალიან დამაინტერესებს შემდეგი დღეები.
                                           
                                                                       მეორე დღე
                                                                        29  ივნისი
მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. შევისწავლეთ საინფორმაციო  ბუკლეტის დამზადება. საოფისე პროგრამებში ყოფილა ძალიან მარტივი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია მოამზადო ძალიან კარგი მასალა პროექტით სწავლებისას. ძალიან მომეწონა ეს პროგრამა და აუცილებლად გამოვიყენებ მიზნობრივად.
                                                                     მესამე დღე
                                                                      30 ივნისი
ეს დღე ძალიან საინტერესო და რთული იყო. მომიწია გადამეფასებინა ჩემში  უკვე ჩამოყალიბებული პროექტის შექმნის ცოდნა. ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარებზე, განვიხილეთ სხვადასხვა პროექტი, დავუკვირდით ბლუმის ტაქსონომიას,  შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა პროქტისათვის იდეა.