ტრენინგის პირველი დღე...
2014 წლის 28 ივნისი
ტრენინგი ურთიერთგაცნობით დავიწყეთ. ტრენერი იმერელი აღმოჩნდა. პირველ დღეს გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზანი . გვესაუბრა პროექტზე,როგორც მნიშვნელოვან სასწავლო აქტივობაზე. გამოგვკითხა ჩვენ მიერ შექმნილი პროექტების შესახებ. მოგვაძებნინა საკითხავი მასალა საიტზე .http://tpdc.ge/essentials/ .
ეტყობა ძალიან დამაინტერესებს შემდეგი დღეები.
მეორე დღე
29 ივნისი
მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. შევისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება. საოფისე პროგრამებში ყოფილა ძალიან მარტივი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია მოამზადო ძალიან კარგი მასალა პროექტით სწავლებისას. ძალიან მომეწონა ეს პროგრამა და აუცილებლად გამოვიყენებ მიზნობრივად.
მესამე დღე
30 ივნისი
ეს დღე ძალიან საინტერესო და რთული იყო. მომიწია გადამეფასებინა ჩემში უკვე ჩამოყალიბებული პროექტის შექმნის ცოდნა. ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარებზე, განვიხილეთ სხვადასხვა პროექტი, დავუკვირდით ბლუმის ტაქსონომიას, შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა პროქტისათვის იდეა.
No comments:
Post a Comment